უკრაინის პრეზიდენტის ოფისი: ალექსანდრე ლუკაშენკოს თავს რაღაც ხდება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი: ალექსანდრე ლუკაშენკოს თავს რაღაც ხდება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადება იმის თაობაზე, რომ უკრაინიდან ბელარუსში დიდი ოდენობით იარაღი შედის, რუსული პროპაგანდის ნაწილია.

„ბოლო დროს ლუკაშენკოს საჯარო განცხადებების ღირებულება ნულისკენ მიისწრაფვის. მის სიტყვებს უფრო პრორუსული პროპაგანდისტული ღირებულება აქვს. კერძოდ, არავის არასდროს უნახავს იარაღის ნაკადები, რომელიც უკრაინიდან ბელარუსში მიედინებოდა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა.

მიხეილ პოდოლიაკის თქმით, ცხადია, რომ ბელარუსი საბოლოოდ კარგავს შესაძლებლობას სუვერენული პოზიცია დაიკავოს და დამოკიდებული არ იყოს რუსეთის მოთხოვნებზე.

„იმის მტკიცება შეიძლება, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს თავს რაღაც ხდება. შესაძლოა, რუსეთის ხელმძღვანელობამ ზეწოლა გაზარდა ან თავად ბელარუსში სიტუაცია უარესდება. შედეგად, ლუკაშენკო ბელარუსს ევროპაში ყველაზე ტოქსიკური პოლიტიკური ამბების წყაროდ აქცევს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინასთან საზღვრის სრულად ჩაკეტვის განკარგულება გასცა.

„უკრაინიდან ბელარუსში დიდი ოდენობით იარაღი შემოდის. ამიტომაც სასაზღვრო ძალებს უკრაინასთან საზღვრის სრულად ჩაკეტვა დავავალე“, - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში „მძინარე“ ტერორისტული ქსელი გამოავლინეს.

„დღეს გამოვავლინეთ „მძინარე“ ტერორისტული ქსელი, ე.წ. თავდაცვის რაზმები. ამ ქსელის მიზანი საჭირო მომენტში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა“, - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, აღნიშნული ქსელის