ანგელა მერკელი: ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან საუბარი გამართა - რატომ არ შეუძლია ევროპას იგივე გააკეთოს?

ანგელა მერკელი: ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან საუბარი გამართა - რატომ არ შეუძლია ევროპას იგივე გააკეთოს?

ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან საუბარი გამართა - რატომ არ შეუძლია ევროპას იგივე გააკეთოს? - განაცხადა გერმანიის კაცლერმა, ანგელა მერკელმა ფრანგულ-გერმანული საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ჩემი აზრით, ევროკავშირი-რუსეთის სამიტზე ყველა ის საკითხი უნდა განვიხილოთ, რომელიც გვაწუხებს და რომელზეც უნდა ვითანამშრომლოთ. ვფიქრობ, ეს საკითხები არა მხოლოდ ერთმანეთში უნდა განვიხილოთ, არამედ ამ საკითხებზე რუსეთის პრეზიდენტთანაც უნდა გავმართოთ დისკუსიები და განვაცხადოთ, რომ ამგვარ საფუძველზე თანამშრომლობა შეუძლებელია“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ „ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიეერთობები ნამდვილად ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა მოლაპარაკებები ცივი ომის დროსაც იმართებოდა“.

„ჩვენ მოვნიშნეთ ის თემები, რომლის განხილვაც რუსეთთან გვსურს. ყველაზე უფრო გვაშფოთებს ჰიბრიდული თავდასხმები. ამ საკითხზე ვლადიმერ პუტინს უნდა ვესაუბროთ. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე კიბერთავდასხმების თემა განიხილა. რატომ არ შეუძლია ევროპას იგივე გააკეთოს?“ - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

25 ივნისს ევროკავშირის ლიდერებმა ვლადიმერ პუტინთან სამიტის გამართვის შესახებ გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივაზე უარი თქვეს. ევროკავშირის ვლადიმერ პუტინთან სამიტები მას შემდეგ შეჩერდა, რაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსია განახორციელა.