ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, მგზავრი მოძრავი თვითმფრინავიდან გადახტა, - ამის შესახებ BBC წერს.
არსებული ინფორმაციით, კაცი ჯერ მფრინავის კაბინაში შესვლას ცდილობდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ეს არ გამოუვიდა, ავარიული გასასვლელის კარი გააღო და გადახტა.
ის ასაფრენ ბილიკზევე დააკავეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. უცნობია, რა დაზიანებები მიიღო კაცმა.
BBC წერს, რომ მიმდინარე წელს, აშშ-ში, ფრენების დროს მომხდარ ინციდენტთა რაოდენობა გაიზარდა და უკვე 3 ათასამდე გაუთვალისწინებელი შემთხვევაა დაფიქსირებული.