გერმანიის ქალაქ ვიურცბურგის ცენტრში ცივი იარაღით შეიარაღებული პირის თავდასხმას, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ექვსი - დაშავებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ფეხში დაჭრეს და ის ამჟამად დაკავებულია.
ინფორმაცია ინციდენტის ტერორისტულ ხასიათზე ჯერ არ გავრცელებულა.
კრიმინალმა იცის, რომ კანონმორჩილი მოქალაქე უიარაღოა და რასაც უნდა იმას უზამს! აბა, ერთი იცოდეს, რომ ნებისმიერმა, ვისაც თავს ესხმის, შეიძლება შუბლი გაუხვრიტოს?!.
საქართველოში უბრალო ჯაყვაც კი არ შეიძლება ჯიბეში გედოს, თურმე! და ვინმეს ჰგონია, რომ ამითი საზოგადოებას იცავს.
ტყუილია! - ამითი საზოგადოება კრიმინალებისათვის იოლ ლუკმად იქცევა. მეტი არაფერი.