ბელარუსში დაკავებული ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს

ბელარუსში დაკავებული ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს

ბელარუსში დაკავებული ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი გოგო, სოფია საპეგა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია BBC-ი ავრცელებს.

რომან პროტასევიჩის მამამ BBC-ის განუცხადა, რომ მისი შვილი შინაპატიმრობაში იმყოფება.

„ჩემთვის რთულია კომენტარი გავაკეთო ხელისუფლების ქმედებებზე, თუ რა მიზნები აქვს მას. შესაძლოა პოლიტიკური თამაში მიმდინარეობს“, - აღნიშნა დიმიტრი პროტასევიჩმა.

მისი თქმით, რომან პროტასევიჩისა და სოფია საპეგასთვის წაყენებული ბრალდებები არ მოუხსნიათ.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

25 მაისს ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.