ანგელა მერკელი: საკმარისი არ არის, რომ რუსეთის პრეზიდენტს ამერიკის პრეზიდენტი ესაუბრებოდეს - ევროკავშირმა ასევე უნდა შექმნას დისკუსიების სხვადასხვა ფორმატი

ანგელა მერკელი: საკმარისი არ არის, რომ რუსეთის პრეზიდენტს ამერიკის პრეზიდენტი ესაუბრებოდეს - ევროკავშირმა ასევე უნდა შექმნას დისკუსიების სხვადასხვა ფორმატი

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი უნდა დაამყაროს და რუსეთის პროვოკაციებსა და ჰიბრიდულ შეტევებზე ერთობლივი რეაგირების მექანიზმები შექმნას.

„საკმარისი არ არის, რომ რუსეთის პრეზიდენტს ამერიკის პრეზიდენტი ესაუბრებოდეს. ევროკავშირმა ასევე უნდა შექმნას დისკუსიების სხვადასხვა ფორმატი. უნდა შევქმნათ მექანიზმები, რათა ერთობლივად და ერთხმად ვუპასუხოთ რუსეთის პროვოკაციებსა და ჰიბრიდულ შეტევებს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.

დღეს ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში გამართულ სამიტზე რუსეთთან ურთიერთობასა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიალოგის ფორმატს განიხილავენ.

„ჩვენ უნდა განვსაზღვროთ საერთო სტრატეგიული ინტერესების დღის წესრიგი, მაგალითად, კლიმატის დაცვის სფეროში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროებში. ევროკავშირის სიახლოვემ უკრაინასთან ან ბელარუსთან უნდა უბიძგოს მას, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს რუსეთის ქმედებებზე“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.