ანგელა მერკელმა ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ვიზიტით მიიწვია

ანგელა მერკელმა ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ვიზიტით მიიწვია

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ვიზიტით მიიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გერმანიაში ვიზიტი 12 ივლისს შედგება. ვიზიტის ფარგლებში, მხარეები უსაფრთხოებისა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.