აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს

აშშ ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ CNN-ის ეთერში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„სანქციების კიდევ ერთ პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც ამ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოვიყენებთ“, - განაცხადა სალივანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სანქციებს მაშინ აამოქმედებს, როცა მიხვდება, რომ ამით „საჭირო მიზნებს“ მიაღწევს.

ჯეიკ სალივანმა ეს განცხადება აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრიდან 4 დღის შემდეგ გააკეთა. ჟენევაში ჩატარებული სამიტის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ აშშ მოსკოვის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აამოქმედებს, ეს კიდევ ერთი „ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა“ იქნება.