ამ წერილის იდეა ჩემს მეგობარს ეკუთვნის, რომელიც თავდაპირველი პროფესიით ექიმია. არა, ფსიქიატრი კი არ არის, მაგრამ, როგორც ექიმს, ამ სფეროშიც საკმარისი განათლება ნამდვილად აქვს მიღებული, რათა სათანადო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტის ჭკუასუსტობაში პროფესიულად დასაბუთებული ეჭვი შეიტანოს. ბუნებრივია, ასეთ დროს საბოლოო დიაგნოზის დასასმელად, იგი, როგორც კეთილსინდისიერი პროფესიონალი, პაციენტს კვალიფიციურ ფსიქიატრთანგაისტუმრებს ხოლმე.
უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემი მეგობარი, გარდა იმისა, რომ ექიმია, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორიც არის. ეტყობა, ამ ორი პროფესიის სრულყოფილად დაუფლება ყოფილა საჭირო, რომ დაინახო: ის, რაც ზედაპირზეა, იოლი დასანახია, მაგრამ ყოველდღიურობის ჭაობში ჩაფლულნი ვერ ვამჩნევთ ან არ ვიმჩნევთ – ქართული კოლექტიური პოლიტიკური გონის შეზღუდულობასა და უსუსურობას. ამ პატიოსანმა კაცმა ამას წინათ დიდი გულისტკივილით გამიზიარა თავისი მძიმე დასკვნა და მეც თვალი ამეხილა. ძალზე შევშინდი და ამტომაც გადავწყვიტე ეს წერილი დამეწერა.
ეს უმძიმესი დასკვნა კი ასეთია: საკითხები, რასაც დღევანდელ დღის წესრიგში აყენებს ქართულ პოლიტიკა, ძალზე წააგავს ტესტს ჭკუასუსტებისათვის, ხოლო არსებულ პოლიტიკურ სისტემას - კოლექტიურ პოლიტიკურ გონს კი, როგორც წესი, არ ძალუძს ამ ელემენტარული ტესტის დაძლევა.
სწორედ ეს „ორმაგად“ პროფესიული, ე.ი. „პოლიტოლოგიურ–სამედიცინო“გამაოგნებელი დასკვნა გახდა მიზეზი, რომ ჩემს ღრმად შეშფოთებულ მეგობარს, ნახევრად ხუმრობით (ანუ, ნახევრად სერიოზულად!) ასეთი საოხუნჯო შეკითხვაც კი დაეყენებინა: დღევანდელი სავალალო მდგომარეობის შემყურეებმა, ერთ დროს სწორედაც ინტელექტით განთქმული საქართველოს მოსაგონრად და საპატივცემულოდ, სახელი ხომ არ გადავირქვათ და ჭკუასუსტების სახელმწიფოდ ანუ ოლიგო–ფრენლანდიად (დეფისით იმიტომ ვწერ, რომ ასე უფრო ჟღერს!) ხომ არ ვიწოდოთო?
...ვიკიპედიაში იოლად შეგიძლიათ მოიძიოთ, რომ ჭკუასუსტობა ანუ ოლიგოფრენია ინტელექტის კოეფიციენტის მიხედვით დგინდება; ინტელექტის კოეფიციენტი, ანუ IQ (ინგლ.IQ –intelligence quotient) წარმოადგენს ადამიანის ინტელექტის დონის რაოდენობრივ შეფასებას; პაციენტის IQ–ს გასაზომად მისი ინტელექტის დონე დარდება იმავე ასაკის საშუალო სტატისტიკური ადამიანის ინტელექტის დონეს და ამისათვის სპეციალური ტესტები გამოიყენება; IQ–ს ტესტები გონებრივ შესაძლებლობაზეა გათვლილი და არა ერუდირებულობაზე – ე.ი. ცოდნის დონის შემოწმებაზე; ტესტით დგინდება, რამდენად შეესაბამება პაციენტის გონებრივი განვითარება საშუალო სტატისტიკურს, რომლის მნიშვნელობა პირობითად 100–ის ტოლია. თუ აღმოჩნდა, რომ IQ 70–ზე ნაკლებია, ისმება ჭკუასუსტობის დიაგნოზი...
ბუნებრივია, ჩემს მეგობარს კონკრეტულ პოლიტიკოსთა IQ კი არ ქონდა იმდენად მხედველობაში (თუმცა, არც თუ იშვიათ შემთხვევაში, ესეც ძალზე პრობლემურია), არამედ საჯარო, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი მთლიანი სისტემის ინტელექტუალური უნარები. საუბარია სისტემაზე, რომლის გადაწყვეტილებანი ხშირად საღი აზრისაგან ძალზე შორს დგას, ე.ი. საშუალო სტატისტიკური მოქალაქის გონებრივ შესაძლებლობებს საგრძნობლად ჩამორჩება. ეს ჩამორჩენა ზოგჯერ იმდენად თვალშისაცემია, რომ სავსებით ლეგიტიმური ხდება იმ კოლექტიური პირის, ვისაც მინდობილი აქვს საჯარო, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღება, ჭკუასუსტობის შესახებ ეჭვი.
პრობლემა სავსებით სერიოზულად, მეცნიერულად შეიძლება დადგეს და გადაწყდეს. ასეთ მეცნიერებას პირობითად შეიძლება „ფსიქიატრიული პოლიტოლოგია“ ან „პოლიტიკური ფსიქიატრია“ ვუწოდოთ. მისი შესწავლის ობიექტი იქნება არა ინდივიდი და მისი ინტელექტი, არამედ საჯარო პოლიტიკის სუბიექტი – ის საჯარო პირი და შესაბამისად, კოლექტიური პოლიტიკური გონი, რომელიც საჯარო გადაწყვეტილებებს იღებს: ვთქვათ, პოლიტიკური პარტია, ან სახელმწიფოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ სასამართლო ინსტიტუციები.რატომ არ შეიძლება ამ საჯარო სუბიექტს დაახლოებით იგივე ტესტირება მოვუწყოთ, როგორც ინდივიდს, რომლის ჭკუასუსტობაში ეჭვი გვეპარება?
ასეთი, კოლექტიურ გონზე ადაპტირებული ტესტების გამოგონება დღეს სულაც არ დაგვჭირდება. თავად განსაჯეთ: განა ამჟამინდელი პოლიტიკური დღის წესრიგი თავისთავად არ წარმოადგენს მარტივ ტესტს ჭკუასუსტობის გამოსავლენად?! მაგალითები გნებავთ? კი ბატონო, რამდენიც გაგიხარდებათ! აი, ზოგიერთი თვალსაჩინოება:
პარლამენტის ადგილსამყოფელის ტესტი
ეს ელემენტარული ტესტი თავისი სავარაუდო პასუხებით ასე გამოიყურება: ცნობილია, რომ საქართველოს დედაქალაქია თბილისი. თქვენი აზრით, სად შეიძლება მდებარეობდეს ქვეყნის პარლამენტი?
ა) თბილისში; ბ) ქუთაისში; გ) როგორც თბილისში, ისე - ქუთაისში, ან ნებისმიერ სხვა ქალაქში ან სოფელში“
საშუალო სტატისტიკურ ქართველს ამ სატესტო შეკითხვაზე სწორი პასუხის გაცემა, წესით, არ უნდა გაუჭირდეს. თუმცა ვინ იცის? ცოტა ხნის წინ For.ge–მ ზუსტად ამ კითხვით მოაწყო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. ოღონდ იქ სავარაუდო პასუხებში სამი ვარიანტი იყო: „ა) თბილისში; ბ) ქუთაისში: გ) მიჭირს პასუხის გაცემა“. 5000 კაცზე მეტი მონაწილეობდა ამ გამოკითხვაში. რაც არ უნდა საოცარი იყოს, ნახევარზე ოდნავ მეტმა მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქი კვლავაც თბილისია, პარლამენტი მაინც ქუთაისში უნდა იყოს.
საზოგადოებრივი აზრი იქით იყოს და, როგორც აშკარად ჩანს, ქვეყნის პარლამენტს ნამდვილად არ შესწევს უნარი ეს ელემენტარული ამოცანა სწორედ ამოხსნას. წინა პარლამენტმა კონსტიტუციაში ჩაწერა, ისე, რომ ქვეყნის დედაქალაქი არ შეუცვლია, პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისიაო. ახალი პარლამენტი კი, ჯერჯერობით, უძლურია ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღოს.
განა არ ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ პირი, რომელსაც არ შეუძლია დედაქალაქის ცნების გააზრება და ამ უმარტივეს ცნებაზე დაყრდნობით პარლამენტის ადგილსამყოფელის სწორად განსაზღვრა, შორს არის ე.წ. საშუალო სტატისტიკური საღი აზრისაგან, ე.ი. ჭკუასუსტია? საღი აზრის მქონე, ანუ საშუალო სტატისტიკური გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირი უთუოდ იოლად დაასკვნიდა, რომ დედაქალაქის ცნება თავისთავად, აპრიორულად გულისხმობს, რომ ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ორგანოს - პარლამენტის - ადგილსამყოფელი სწორედ იქ არის!
ძალზე სამწუხაროა, რომ For.ge–ს გამოკითხვაში მონაწილეთა უმეტესობამ ჭკუასუსტების ეს ტესტი ვერ დაძლია. თავი მხოლოდ იმით შეიძლება ვინუგეშოთ, რომ არა თანდაყოლილ ჭკუასუსტობასთან, ე.ი ოლიგოფრენიასთან, არმედ გონებრივი შესაძლებლობების ტრამვულ, ან სხვა მიზეზით (ვთქვათ საშიში ინფექცია) დაქვეითებასთან – შეძენილ უგუნურებასთან, ე.წ. დემენციასთან (ლათ. dementia — უგუნურება) გვაქვს საქმე. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? ალბათ ის, რომ ანალოგიური გამოკითხვა „ვარდების რევოლუციამდე“ რომ ჩაგვეტარებინა, ამ უმარტივეს შეკითხვას გამოკითხულთა 99% სწორ პასუხს გასცემდა და სავარაუდოდ, მხოლოდ 1% თუ მიიჩნევდა, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისში უნდა იყოს. ეს 1% სავსებით დასაშვებია, რადგან დაახლოებით ასეთია ნორმალურ საზოგადოებაში ოლიგოფრენთა რიცხვი.
სამწუხაროდ, სააკაშვილის „მენტალურმა რევოლუციამ“ ჩვენი საზოგადოება საღ აზრს იმდენად დააშორა, რომ პარლამენტის ადგილსმყოფელიც კი საკამათო გაგვიხდა. პარლამენტის ადგილსამყოფელს ვინ ჩივის? ერის კანონმდებლებმა კონსტიტუციაში შეიტანეს ჩანაწერი არ არსებული ქალაქის - ლაზიკის სტატუსის შესახებ. რითიც პირდაპირ, ყოველგვარი სპეციალური ტესტირების გარეშე, თავიანთი კოლექტიური იდიოტობის (იდიოტი ოლიგოფრენიის ყველაზე მძიმე შემთხვევაა, ამ დროს IQ-ს მაჩვენებელი 20-ზე ნაკლებია!) ხაზგასმული დემონსტრირება მოახდინეს!
ე.წ. საგარეო ორიენტაციის ტესტი
დღევანდელი კამათი ე.წ. საგარეო ორიენტაციაზე, რაცჩვენი ჩოყლაყი პრეზიდენტის და სრულიად ნაცების ურა-პატრიოტული ყიჟინითუხვად არის გაჯერებული, სინამდვილეში ასევე ჭკუასუსტების გამოსავლენ ელემენტარულ ტესტამდე დაიყვანება.
ამ ტესტის ფორულირებისათვის აშშ კერძო სადაზვერვო ორგანიზაციის - „ლიგნეტის“ ანალიზისადმი მიძღვნილ რაინერ რუპის სტატიას - „საქართველოს დაშორება“,გამოვიყენებ. აი, სიტყვა-სიტყვით რა წერია ამ სტატიაში (იხ.http://foreignpress.ge/?p=22767):
„...ქვეყანაში „საგრძნობლადგაზრდილგაღიზიანებულგანწყობასთანდაკავშირებით“, როგორცესმოხსენებაში (იგულისხმება „ლიგნეტის“ მოხსენება - დ.ზ.) არისნათქვამი, „მხოლოდიმისიმედიღადარჩა, რომდაძაბულობამომავალსაპრეზიდენტოარჩევნებამდეშესუსტდება“. წარსულშისაკმაოდხშირად, თავადაშშ-ისსაიდუმლოსამსახურებიზრუნავდნენასეთიდაძაბულობებისწარმოქმნაზე, როცასაქმემსოფლიოშიმათიერთ-ერთი „ნაძირალას“ ხელისუფლებაშიდამაგრებასეხებოდა. დაესკიდევუფროაქტუალურია, როდესაცნატოსადაევროკავშირისპოტენციურიწევრისაქართველო, როგორცმოწამლულიეკალი, ისეგანიხილება „რუსულიდათვისრბილქვედატანში“. სააკაშვილისძალაუფლებისდაკარგვამოსკოვისწინააღმდეგაშშ-ისგეგმებსჩაშლიდა...“
ასე რომ, თუ ამ სტატიიდან ამონარიდს დავესესხები, საგარეო ორიენტაციის ტესტს „შხამიანი ეკლის“ ტესტს ვუწოდებ და ასე ჩამოვაყალიბებ:
„ხართ თუ არა თანახმა ისეთი „საგარეო ორიენტაციისა“, როცა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო განიხილება, როგორც მოწამლული ეკალი „რუსული დათვის რბილ ქვედატანში?
ა) დიახ; ბ) არა; გ) მიჭირს პასუხის გაცემა“
ბუნებრივია, და ამაში ყველა საღ აზრზე მყოფი უსიტყვოდ დამეთანხმება, რომ ქართველი მოქალაქე, რომელიც ამ სატესტო შეკითხვაზე „ა“ ვარიანტს მიიჩნევს სწორედ გაცემულ პასუხად, სულ ცოტა, ჭკუასუსტობაში უნდა იყოს ეჭვიმიტანილი.
სამწუხაროდ, როგორ აშკარად ჩანს, გარკვეულ წრეებს აშშ-ში, რომლებიც დღესაც ჯიუტად უჭერენ მხარს ჩოყლაყს, ქართველები გვარიანად ჭკუასუსტები ვგონივართ. მათ ახლაც სურთ, რომ „ვარდების რევოლუციით“ „შემდგარი“ საქართველო „ევრო-ატლანტური შხამიანი ეკალი იყოს რუსეთის უკანალში“. ანუ, მათ ამ „ვარდების რევოლუციაშიც“ იმთავითვე არა ვარდი, არამედ სწორედ ეკალი აინტერესებდათ.
9 წელი იოლად გვატყუეს, ჩვენებურ „დემოკრატიულ“ (თუ დეკორატიულ?!) ვარდსა ვთესავთ თქვენში და მალე თქვენც აყვავდებითო, მანათობელ შუქურად იქცევითო და ა.შ. თურმე ვარდი და შუქურა სულ ცალ ფეხზე ეკიდათ, სინამდვილეში მხოლოდ ღვარძლი უთესიათ, თავიანთ ჭკუაში კი კაი წვეტიანი ეკალიც გამოუზრდიათ... რუსეთისათვის, ეგ წვეტიანი ეკალი რომ ჰგონიათ, ალბათ ერთი პატარა ხიჭვია და მეტი არც არაფერი! ხოლო ჩვენთვის, ეს ნაქები რევოლუცია, ნამდვილად გენმოდიფიცირებული ვარდი აღმოჩნდა, რომელიც მხოლოდ ეკლებს ისხამს!
მილიარდები დაახარჯეს ამ „გენმოდიფიცირებულ ვარდს“ და რაღა უნდა ქნან?! ამიტომაც წამდაუწუმ და სხვადასხვა ტონალობაში ახლა ამას გვეუბნებიან: „თქვე დალოცვილებო, აბა ვარდი უეკლოდ ვის გაუგონია? ჰოდა, თუ გსურთ ვარდივითოდესმე გაიშალოთ, დაწყნარდით, რა სამართლიანობის აღდგენა აგიტეხიათ? აყვავება თუ გინდათ, კოჰაბიტაციაში უნდა შეხვიდეთ ამ შხამიან ეკალთან!“
რა ვქნათ, დაუჯეროთ კიდევ და ჭკუასუსტებივით ისევ მივყვეთ ამგვარ, ყალბად გაგებულ ევრო-ატლანტურ, სინამდვილეში კი ჩოყლაყურკურსს?
თუ ნაცებს ვენდობით, აი, რა ყოფილა საქართველოს ევრო-ატლანტური ორიენტაცია - ის, რასაც ნაცების ჩოყლაყი თავკაცი თავგამოდებით გვიმტკიცებს - საქართველო ვერ იარსებებს, თუ დასავლურ-რუსულ „სამკვდრო-სასიცოცხლო“ დაპირისპირებაში ავანგარდის როლი არ შეასრულაო.
არადა, სინამდვილეში, ეს, ჰა და ჰა, უხერხულ ადგილას გარჭობილი ხიჭვის როლია! ხოლო ამ როლში კი ისევ ისე უნდა შევიჭრათ, როგორც 2008 წლის აგვისტოში, როცა თითქმისშევძელითმესამე მსოფლიო ომის პროვოცირება!
სწორედ ამ იდიოტურ კონტექსტში სურთ ურა-პატრიოტებს ევრო-ატლანტური ორიენტაციის საკითხის კონსტიტუციური გადაჭრა. ახლა ამ „კონსტიტუციურ“ ტესტს გვახვევენ თავზე, რომელიცდაახლოებით ასე გამოყურება:
„უნდა ჩავწეროთ თუ არა კონსტიტუციაში, რომ მუდმივად დასავლეთზე ვართ ორიენტირებულნი, რაც მყარ სამართლებრივ გარანტიებს შექმნის ნატოსთან ერთად რუსეთთან ბოლომდე საომრად, მის საბოლოო განადგურებამდე?
ა) დიახ; ბ) არა; გ) მიჭირს პასუხის გაცემა“
ცხადია, მხოლოდ იდიოტისათვის არის სწორი პასუხი - „დიახ“. არადა, ზუსტად ასე ესმით ნაცებს ევრო-ატლანტური ორიენტაცია. ხოლო მათი დასავლელი მფარველებისათვის ეს ურა-პატრიოტული იდიოტობაა მთავარი საფუძველი, რომ კვლავაც, როგორც შხამიან ეკალს, ადგილი რუსი დათვის უკანალაში მიგვიჩინონ. რა გამოვა ამ კურსით? იგივე, რაც ვნახეთ და სხვა არც არაფერი - საქართველოს ევრო-ატლანტური „რაზგონი“ და მორიგი აზარტული გაქანება რუსეთის რბილ უკანალში რაც შეიძლება მწარედ საჩხვლეტად! ნატოში კი, მაინც არავინ მიგვიღებს!
სხვა საქმეა - რა მოსდევს დათვის უკანალში ეკლისა თუ ხიჭვის ჩხვლეტას.ეს კარგად ვიწვნიეთ აგვისტოს ომის დროს. ვიწვნიეთ, მაგრამ რად გინდა? სულელი ხომ თავის შეცდომაზეც ვერაფერს სწავლობს! იდიოტის ისევ იგივე ტესტი, რაშიც უკვე ჩავიჭერით, ახლაც თურმე იგივე „წარმატებით“, თავიდან უნდა ჩავაბაროთ.
საბედნიეროდ, ამ ეტაპზე პარლამენტმა ნაცების მიერ თავსმოხვეული ეს „იდიოტების ტესტი“ გადალახა. საგარეო პრიორიტეტების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მე-4 პუნქტი სავსებით ნათლად ამბობს, რომ: „საქართველოსსაგარეოპოლიტიკისევროპულიდაევროატლანტიკურიკურსი, უპირველესყოვლისა, ემსახურებამდგრადდემოკრატიულგანვითარებასდაქვეყნისუსაფრთხოებასდაარარისმიმართულირომელიმესახელმწიფოსწინააღმდეგ“.
მადლობა ღმერთს!
ასევე, ამ რეზოლუციის მე-11 მუხლით უარია ნათქვამი რუსეთის განადგურების ანცურ-ნაცურ გეგმაზე: „საქართველორუსეთთანდიალოგსწარმართავსროგორცჟენევაშიმიმდინარესაერთაშორისომექანიზმებისგამოყენებით, ისეორმხრივფორმატში. ამდიალოგისმიზანიაკონფლიქტისმოგვარება, კეთილმეზობლურიურთიერთობებისჩამოყალიბებადაგანვითარება“.
ძალიანაც კარგი! მაგრამ საკითხი არ ამოწურულა. ნაცები ისევ იბრძოლებენ, როგორც მათმა დიდ-ბოსმა ბარამიძემ ბრძანა - საგარეოკურსისაქართველოსკონსტიტუციაშიუნდააისახოსო.
ვინ იცის, ვისა აქვს გარანტია, რომ „შხამიანი ეკლის“ ტესტს კონსტიტუციურ პროცესშიც ისევე ნორმალურად ჩავაბარებთ, როგორც პარლამენტის რეზოლუციის მიღებისას მოხდა?
სანამ ანცი ნაცები „ჩვეულ ფორმაში“ არიან და იხტიბარს არ იტეხენ, ასეთი გარანტია, რაც ჭკუასუსტი გადაწყვეტილებების მიღებისაგან დაგვიცავს, ქვეყანაში, სამწუხაროდ, არ არსებობს!
ტესტი საშიში დანაშაულის აღკვეთაზე
წინა ორი ტესტი, ასე ვთქვათ, კონსტიტუციური მნიშვნელობის საკითხებს უკავშირდებოდა. ჭკუასუსტობის გამოვლენა კი მიმდინარე საკითხების შემთხვევაშიც არანაკლებ, თუ მეტად არა, თვალსაჩინოა. განსაკუთრებით, თუ საკითხი ქართულ მართლმსაჯულებას ეხება. შორს რომ არ წავიდეთ, გიგი უგულავასათვის ბრალის წაყენებისა და მისთვის აღმკვეთი ღონისძიების ვერშერჩევის კარგად ნაცნობი თემა განვიხილოთ.
პროკურატურა ქალაქ თბილისის მოქმედ მერს ბრალად სდებს საშიში დანაშაულის ჩადენას - მილიონების მითვისებას. ამ საშიში დანაშაულის ჩადენა, ავტომატურად ნიშნავს, რომ „მერი იგი გიგი“ ბოროტად იყენებდა თავის თანამდებობას. რადგან ბოროტად იყენებდა, სად არის გარანტია, რომ დღესაც ბოროტად არ იყენებს და ხვალაც ისევ, შესაძლოა, უარესი დანაშაულის ჩასადენად არ გამოიყენებს?!
სწორედ ამიტომაცაა მოფიქრებული აღმკვეთი ღონისძიება, რომ ბოროტმოქმედებაში ბრალდებულ პირს, პირველ ყოვლისა, დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა მოესპოს. პროკურატურამაც ერთ-ერთ აღმკვეთ ღონისძიებად სასამართლოსაგან მოქმედი მერისათვის უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა, რაც სავსებით ლოგიკური და მკაფიოდ დასაბუთებულია. მართლაც, თუ არ აპატიმრებენ, სულ ცოტა, თანამდებობიდან დროებით მაინც ხომ უნდა გადააყენონ მილიონების მითვისებაში ბრალდებული „მერი იგი გიგი“?!
ასე, რომ სასამართლოს იდოტების გამოსავლენად განკუთვნილი ასეთი მარტივი ტესტი უნდა ჩაებარებინა:
უნდა შევუჩეროთ თუ არა პირს თანამდებობრივი უფლებამოსილება, თუ იგი ბრალდებულია ამ თანამდებობის ბოროტად გამოყენების შედეგად მილიონების მითვისებაში და მაშასადამე, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი თანამდებობას კვლავაც ბოროტად იყენებს და მომავალშიც გამოიყენებს?
ა) დიახ; ბ) არა; გ) მიჭირს პასუხის გაცემა“
ბუნებრივია, რომ საშუალოსტატისტიკური ადამიანი, საღი აზრიდან გამომდინარე, ამ კითხვაზე სწორ პასუხად „ა“ ვარიანტს მიიჩნევს. სასამართლომ ვერ შეძლო სწორი პასუხის გაცემა ამ მარტივ კითხვაზე - ჭკუასუსტობა გამოავლინა და ფაქტობრივად, საშიშ დამნაშავეს ბოროტი ქმედებების ჩადენის ნება დართო!
ამ შემთხვევაში სასამართლოს აშკარა ჭკუასუსტობა საკამათო ნამდვილად არ არის. შესაძლოა ის კი იყოს საკამათო, ეს ჭკუასუსტობა თანდაყოლილია, ე.ი. ოლიგოფრენიასთანა გვაქვს საქმე, თუ შეძენილია - ანუ სახეზეა დემენცია?
თუ სასამართლოს, რომელიც „გენმოდიფიცირებულმა ვარდმა“ახლიდან შვა, 9-წლიან პრაქტიკას ობიექტურად შევაფასებთ, ალბათ დავასკვნით, რომ აქ დაბადებიდანვე თანდაყოლილი ჭკუასუსტობა უფროა; თუმცა, შესაძლოა, სამშობიარო ტრამვით გამოწვეულ დემენციასთნაც გვქონდეს საქმე!
...................
მსგავსი, ე.ი. ჭკუასუსტობაზე ტესტის მოყვანა, ჩვენი ბედკრული დღევანდელობის გადამკიდე, უამრავი შეიძლება. კიდევ ერთხელ, საილუსტრაციოდ საკმარისია თუნდაც თეა წულუკიანის დიპლომთან დაკავშირებული ჯერ კიდევ „ცხელი“ სკანდალი. აქ „საქმეში“ საფრანგეთის საელჩოც კი ჩაერთო, რომელიც იძულებული გახდა, დიპლომატიური ეტიკეტი გვერდით გადაედო, რათა გაჯიუტებულ ოლიგოფრენთა დასაშოშმინებლად თუნდაც იდიოტისთვისაც კი იოლად გასაგები სრულიად ამომწურავი ახსნა-განმარტება გაეკეთებინა. მაგრამ, ამ განმარტებების მიუხედავად, იდიოტები მაინც არ ცხრებიან და ეს სრულად უაზრო დავა-კამათიც თეა წულუკიანის იურისტობის შესახებ, რაც არ უნდა საოცარი იყოს, დღემდე გრძელდება...
რა მიზანი აქვთ ასეთ შემთხვევაში? თუ გამოვრიცხავთ, რომ მართლაც იდიოტები არიან (რაც ზოგიერთი ნაცი დეპუტატის, მაგალითად დიპლიპიტოს მოყვარული ხაჩიძის შემთხვევაში ძალზე საეჭვოა), ის უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი „სკანდალების“ აგორებით რაც შეიძლება მეტი მოქალაქის და მთლიანად საზოგადოების გაიდიოტებას ცდილობენ. რატომ? იმიტომ, რომ „გენმოდიფიცირებული ვარდი“ ანუ შხამიანი ეკალი სხვაგვარად, საზოგადოების გაცუცურაკება-გაიდიოტების გარეშე არ გამოიზრდება!
... რა დასკვნას გამოიტანდა „ფსიქიატრიული პოლიტოლოგია“ ჩვენი დღევანდელობიდან? ჩვენი კოლექტიური პოლიტიკური გონის, ე.ი. საჯარო ინსტიტუციების ინტელექტუალური დონის შეფასებისა და IQ -ს გაზომვის საფუძველზე მათთვის დიაგნოზის დასმის თვალსაზრისით, ალბათ სურათი შემაშფოთებელი იქნებოდა.
ჩემი მეგობარი ექიმ-პოლიტოლოგის დასკვნა, რაც თვალსაჩინო მაგალითებს ემყარება, ასეთია: საჯარო გადაწყვეტილებების მისაღები ინსტრუმენტები იმდენადაა მწყობრიდან გამოსული (ანაც, საერთოდ განადგურებული), როგორც ოლიგოფრენიის შემთხვევაში, როცა ინდივიდის ტვინი იმდენადაა დაზიანებული, რომ პირს აღარ ძალუძს საღ აზრთან მიახლოებული გადაწყვეტილების მიღება...
აგვისტოს ომის შესახებ ერთი პირის მიერ მიღებული იდიოტური გადაწყვეტილება ყველაზე მეტყველი ნიმუშია, თუ რა დღეში შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა, რომელსაც საჯარო, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მისაღებად სათანადო, მწყობრი სისტემა არა აქვს და ამიტომ საღ აზრთან მწყრალად მყოფივით, ოლიგოფრენივით იქცევა.
შეიძლება ჩემი მეგობარი ცოტათი აჭარბებს და ოლიგოფრენიასთან კი არა, უფრო მეტად შეძენილ ჭკუასუსტობასთან - ე.ი. დემენციასთან გვაქვს საქმე: მით უმეტეს, რომ სააკაშვილის მმართველობის ცხრა წელიწადი სავსებით დასაბუთებულ ეჭვს აჩენს - ქვეყნის კოლექტიური პოლიტიკური გონი შოკური ტრამვით გამოწვეული გონებასუსტობის საფრთხის წინაშეა! მთავარი ფაქტორი ასეთი საფრთხისა თავად ნაცები არიან, როგორც საზოგადოებაზე განხორციელებული მენტალური და ფიზიკური ძალადობის, რაც დღემდე გრძელდება, წყაროც და იმავდროულად, ჭკუასუსტობის ბაცილის ეპიდემიის ძირითადი გამავრცელებენიც!
სანამ ქვეყანა არ შექმნის საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების საღ სისტემას, რომლის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა ანცი-ნაცებისაგან სისტემის გაწმენდაა, ჩემი მეგობრის ოხუნჯობა ქვეყნისათვის ახალი სახელის დარქმევის შესახებ მარად აქტუალური იქნება.
ოღონდ, ეს კი ნამდვილად საკამათოა: მაინც რა უნდა დავირქვათ - ოლიგო-ფრენლანდია (ოლიგოფრენების ქვეყანა) თუ დე-მენცისტანი (დემენციით დაავადებულთა, ე.ი. უგნურთა ქვეყანა) ?!
აქ გადამწყვეტი სიტყვა ფსიქიატრებს ეკუთვნით!
თუ ახალ სახელზე ფიქრს თქვენც გადაწყვეტთ, ფონად კარგი იქნება ცხონებული ირაკლი ჩარკვიანის, იგივე მეფის, მიერ 90-იანებში შესრულებულ ასევე ნახევრად საოხუნჯო სიმღერას, რომლის სახელწოდებაა - „შენ აფრენ!“, მოუსმინოთ.
ცოტათი გულზე მოგეშვებათ!