აშშ მკაცრად გმობს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ანტისემიტურ განცხადებებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
„აშშ მკაცრად გმობს პრეზიდენტ ერდოღანის ბოლოდროინდელ ანტისემიტურ კომენტარს ებრაელ ხალხთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ პრეზიდენტ ერდოღანსა და თურქეთის სხვა ლიდერებს, თავი შეიკავონ წამქეზებლური სიტყვებისგან, რამაც შემდგომი ძალადობა შეიძლება გამოიწვიოს. მოვუწოდებთ თურქეთს, შეუერთდეს აშშ-ს კონფლიქტის დასრულების საქმეში. ანტისემიტური ენისთვის ადგილი არ არსებობს. აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა ანტისემიტიზმს ებრძოლოს. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ძალადობას, რომელიც ხშირად თან ახლავს ანტისემიტიზმს“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ნედ პრაისს არ დაუკონკრეტებია, რეჯეფ თაიფ ერდოღანის რომელი განცხადება შეფასდა როგორც ანტისემიტური.