ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა

ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ნეთანიაჰუს ესაუბრა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის უფლებისადმი, დაიცვას საკუთარი თავი სარაკეტო თავდასხმებისგან. პრეზიდენტმა ისრაელს მოუწოდა, ყველანაირად დაიცვას უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები. ლიდერებმა ღაზაში „ჰამასისა“ და სხვა ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციის მსვლელობაზე ისაუბრეს. პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა ცეცხლის შეწყვეტას“, - ნათქვამია განცხადებაში.