ჯო ბაიდენმა საგადასახადო დეკლარაცია გამოაქვეყნა

ჯო ბაიდენმა საგადასახადო დეკლარაცია გამოაქვეყნა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა ერთობლივი საგადასახადო დეკლარაცია გამოაქვეყნეს.

საგადასახადო დეკლარაციის თანახმად, 2020 წელს ჯო ბაიდენმა შემოსავლების სახით 607 336 დოლარი მიიღო და 157 414 დოლარის ფედერალური საშემოსავლო გადასახადი გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ჯო ბაიდენმა შემოსავლების სახით 985 223 დოლარი მიიღო. მისი შემოსავლების ძირითადი წყარო სიტყვით გამოსვლები, წიგნების გაყიდვებიდან მიღებული თანხები და უმაღლეს სასწავლებლებში დაკავებული თანამდებობები იყო.

გარდა ამისა, 2020 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ შემოსავლების 5% (30 000 დოლარი) ქველმოქმედებაზე დახარჯეს.