ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ჩატარების სავარაუდო ადგილი შვეიცარიაა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ რუსეთის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
25 აპრილს ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა, შესაძლოა, ივნისში გაიმართოს.
აპრილში, სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში ორმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა.