სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მიანმარში საპროტესტო აქციებზე სამხედროებმა 802 ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაცია (AAPP) ავრცელებს.
ორგანიზაციის მონაცემებით, ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, სამხედროებმა საპროტესტო აქციების დაშლის დროს 802 ადამიანი მოკლეს, დაკავებულია 4 120 დემონსტრანტი, ხოლო 20 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
მიანმარში 1-ელ თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. სამთავრობო ძალები დემონსტრაციებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით არბევენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მიანმარის გადატრიალების ლიდერებს სანქციები უკვე დაუწესეს.