ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე დაძაბულობის ზრდის ტენდენცია შეინიშნება

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე დაძაბულობის ზრდის ტენდენცია შეინიშნება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე დაძაბულობის ზრდის ტენდენცია შეინიშნება.

„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე აზერბაიჯანის ძალების მხრიდან დაძაბულობისა და აგრესიულობის ტენდენცია შეინიშნება“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აღნიშნულ საკითხზე სომხეთის პოზიცია უცვლელია: აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის ტერიტორია უნდა დატოვონ.

„უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ ჩვენი პრობლემა პოლიტიკური საშუალებებით გადაიჭრას. თუ ასეთ შედეგს ვერ მივაღწევთ, სამხედრო-პოლიტიკური მექანიზმები უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა მან.