სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სიუნიქში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთს სამხედრო დახმარების გაწევის თხოვნით მიმართა.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ გუშინ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ აზერბაიჯანის ძალები სომხეთის ტერიტორიას დატოვებენ.
13 მაისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფაში დაადანაშაულა.
„აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის საზღვარი გადმოკვეთეს. მათ სომხეთის ტერიტორიის შიგნით 3.5 კილომეტრით შემოიწიეს და ფაქტობრივად, ცდილობენ ალყაში მოაქციონ სევლიჩის ტბა. ეს ქმედებები მიუღებელია და ეს სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფაა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.