ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა.
Euronews-ის მონაცემებით, საჰაერო იერიშებს 3 დღის განმავლობაში 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 27 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობამ კი, 580-ს გადააჭარბა.
პალესტინური სააგენტოს ცნობით, ბეით ლაჰიაში მაშველებმა ერთ-ერთი სახლის ნანგრევებში მამაკაცის, 4 ბავშვისა და ორსული ქალის ცხედრები იპოვეს. განადგურებულია 500-მდე საცხოვრებელი სახლი, მათ შორის, 4 მაღალსართულიანი კორპუსი.
ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ორმხრივი სარაკეტო დარტყმები 9 მაისიდან არ წყდება.