გაეროს უშიშროების საბჭო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საკითხს 16 მაისს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
შეხვედრა, რომელიც ნორვეგიამ, ჩინეთმა და ტუნისმა მოითხოვა, კვირას, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიმართება.
ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ორმხრივი სარაკეტო დარტყმები 9 მაისიდან არ წყდება.