საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ახლო აღმოსავლეთში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„ახლო აღმოსავლეთში ძალადობის სპირალი უნდა დასრულდეს. მხარეებს დაჟინებით მოვუწოდებ ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგისკენ. მათ სიმშვიდისა და მშვიდობისკენ მოვუწოდებ“, - დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა Twitter-ზე.
13 მაისს ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება.