სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფაში დაადანაშაულა.
„აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის საზღვარი გადმოკვეთეს. მათ სომხეთის ტერიტორიის შიგნით 3.5 კილომეტრით შემოიწიეს და ფაქტობრივად, ცდილობენ ალყაში მოაქციონ სევლიჩის ტბა. ეს ქმედებები მიუღებელია და ეს სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფაა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ნიკოლ ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ ცალკედ განსახილველია ის, თუ როგორ გახდა შესაძლებელი ეს დივერსიული აქცია.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ სიუნიქში შექმნილ ვითარებას გარკვეული ძალები შიდაპოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ, რაც მიუღებელია.