TOI: ისრაელის არმია ღაზის სექტორში შესაძლო სახმელეთო ოპერაციის გეგმას გენერალურ შტაბს დასამტკიცებლად წარუდგენს

TOI: ისრაელის არმია ღაზის სექტორში შესაძლო სახმელეთო ოპერაციის გეგმას გენერალურ შტაბს დასამტკიცებლად წარუდგენს

ისრაელის არმიის მეთაურები ღაზის სექტორში შესაძლო სახმელეთო ოპერაციის გეგმას გენერალურ შტაბს დასამტკიცებლად წარუდგენენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

აღნიშნული გეგმა, რომელსაც ისრაელის არმიის ღაზის დანაყოფი და სამხრეთის სარდლობა ადგენს, შემდეგ შესაძლოა, ისრაელის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას განსახილველად გადაეცეს.

12 მაისს ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა. დაჯგუფებამ სდეროთისა და აშკელონის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა.

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზის სექტორში სამიზნეებზე იერიშის გაძლიერება დაამტკიცა.

კონფლიქტის ესკალაციის დაწყებიდან დღემდე, ისრაელმა საპასუხო ზომების ფარგლებში ღაზის სექტორში 600-მდე სამიზნე გაანადგურა.