იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი კვლავ ჰოსპიტალიზებულია.
Reuters-ის ცნობით, იტალიის მთავრობის ყოფილი მეთაური მილანის სან რაფაელეს ჰოსპიტალში გასულ ღამეს გადაიყვანეს.
გასული წლის სექტებმერში ბერლუსკონიმ კორონავირუსი გადაიტანა. მიმდინარე წლის აპრილში კი 84 წლის პოლიტიკოსმა 24 დღე საავადმყოფოში გაატარა.