ისრაელის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ღაზის სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის მთავარი ფიგურების ლიკვიდაცია შეძლეს.
თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად მოკლულია „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი ჰასან ხაოგი, ასევე მისი მოადგილე ვაილ ისსაა.
ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვა. სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ქალაქ რიშონ ლეციონში ქალი დაიღუპა. 8 ადამიანი დაშავებულია, მათ შორის 5 წლის ბავშვი.