ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ღაზას სექტორში 35 პალესტინელი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა.
Reuters-ის ცნობით, დღეს დილას ისრაელმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ღაზაში მას შემდეგ, რაც თელ-ავივისა და ბეერ-შევას მიმართულებით ასობით რაკეტა ისროლეს.
მედიის ინფორმაციით, ღაზაში 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა. ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, შენობაში „ჰამასის“ დაზვერვის ცენტრი, დასავლეთ სანაპიროს სარდლობა და პროპაგანდის დეპარტამენტი იყო განთავსებული. თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე მოსახლეობა გააფრთხილეს, შენობა დაეცალათ.
სარაკეტო დარტყმების შემდეგ, აეროპორტებში ფრენა შეჩერდა.