საფრანგეთში ცნობილი სერიული მკვლელი გარდაიცვალა

საფრანგეთში ცნობილი სერიული მკვლელი გარდაიცვალა

საფრანგეთში, სერიული მკვლელის მიშელ ფურნირეს გარდაცვალების შესახებ BFMTV იუწყება.

ცნობილი სერიული მკვლელი 79 წლისა 10 მაისს პარიზის საავადმყოფოში დაიღუპა. ის კლინიკაში 28 აპრილს გადაიყვანეს და მისი გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

BFMTV-ის ცნობით, ბოლო წლები მიშელ ფურნირეს ალცჰაიმერის დაავადება დაუდგინდა.

სერიული მკვლელი „ურჩხული არდენის“ სახელით იყო ცნობილი. 1987 წლიდან მან საფრანგეთსა და ბელგიაში რამდენიმე გოგო და ქალი გააუპატიურა და მოკლა. 2008 წელს მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ამასთან მის 59 წლის ცოლს, ოთხი მკვლელობის ეპიზოდის თანამონაწილეობა დაუდასტურდა. მას პატიმრობა 28 წლით მიუსაჯეს.

სერიულმა მკვლელმა 11 დანაშაული აღიარა და აქედან მხოლოდ 8 დანაშაულისთვის გაასამართლეს.