ისრაელის პრემიერი: ისინი, ვინც თავს გვესხმიან, დიდ საფასურს გადაიხდიან

ისრაელის პრემიერი: ისინი, ვინც თავს გვესხმიან, დიდ საფასურს გადაიხდიან

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობა ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებას ძალისმიერ პასუხს გასცემს.

„ისრაელი დიდი ძალით უპასუხებს ამას. ჩვენს ტერიტორიაზე, დედაქალაქში, ჩვენს მოქალაქეებზე ან ჩვენს ჯარისკაცებზე თავდასხმას არ მოვითმენთ. ისინი, ვინც თავს გვესხმიან, დიდ საფასურს გადაიხდიან“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ ისრაელი საომარი მოქმედებების ესკალაციას არ ც დილობს. მისი თქმით, საბრძოლო მოქმედებების მიმდინარე რაუნდმა გარკვეული პერიოდი შეიძლება გასტანოს.

საერთო ჯამში, დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 45 რაკეტა გაუშვეს.

მანამდე „ჰამასმა“ განცხადება გაავრცელა, რომ სარაკეტო დარტყმებს განახორციელებდა, თუ ისრაელი უსაფრთხოების ძალებს იერუსალიმიდან არ გაიყვანდა.

დღეს იერუსალიმში პალესტინელ აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები განახლდა. ისრაელის პოლიციას ტაძრის მთის ტერიტორიაზე შესვლა და სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწია.