ფრანგი სამხედროების ღია წერილი მაკრონს: საფრანგეთში სამოქალაქო ომი მწიფდება

ფრანგი სამხედროების ღია წერილი მაკრონს: საფრანგეთში სამოქალაქო ომი მწიფდება

ფრანგი სამხედროები ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს კიდევ ერთი ღია წერილით მიმართავენ და აცხადებენ, რომ საფრანგეთში სამოქალაქო ომი მწიფდება.

ღია წერილში, რომელიც ფრანგულ გამოცემა Valeurs Actuelles-ში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ საფრანგეთის მთავრობა ისლამიზმთან დათმობებზე მიდის.

მოქმედი სამხედროები აცხადებენ, რომ საფრანგეთის გადარჩენა რისკის ქვეშაა და სამოქალაქო ომის დაწყების შემთხვევაში, საკუთარ მიწაზე წესრიგს უზრუნველყოფენ.

აღსანიშნავია, რომ ახალი ღია წერილის ხელმომწერთა რიცხვი და წოდებები გაურკვეველია. ისინი ამბობენ, რომ აქტიური სამხედრო სამსახურის წევრები არიან.