ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 150-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს

ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 150-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს

ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 150-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის არმია ავრცელებს.

საპასუხოდ ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში ტერორისტული დაჯგუფებების ინფრასტრუქტურის დაბომბვა დაიწყეს.

10 მაისს იერუსალიმში პალესტინელ აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები განახლდა. ისრაელის პოლიციას ტაძრის მთის ტერიტორიაზე შესვლა და სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწია. ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ განცხადება გაავრცელა, რომ სარაკეტო დარტყმებს განახორციელებდა, თუ ისრაელი უსაფრთხოების ძალებს იერუსალიმიდან არ გაიყვანდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობა ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებას ძალისმიერ პასუხს გასცემს.