მედია: ყაზანში სკოლაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

მედია: ყაზანში სკოლაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

ყაზანში სკოლაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 9 მოსწავლეა. 20-მდე ადამიანი დშავებულია.

არსებული ინფორმაციით, ყაზანში მდებარე 175-ე სკოლას ორი შეიარაღებული პირი დაესხა თავს. სამართალდამცველებმა ერთი თავდამსხმელი დააკავეს, ხოლო მეორე სპეცოპერაციისას გაანადგურეს.

სკოლის შენობაში ახლა სპეცრაზმი მუშაობს.