მიმაჩნია რომ „ნაციონალურ მოძრაობს“, მიხელ სააკაშვილს, სხვა მოქალაქეს არ უნდა აუკრძალოს ქართულ პოლიტიკაში ჩართულობა, - ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„მთელი დღის განმავლობაში ყველაფერი კარგად მიდიოდა, არ იყო საკითხი, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ თანხმდებოდა, მაგრამ უცებ ქოცებმა შემოიტანეს პროექტი, „როგორ ავკრძალოთ მიხელ სააკაშვილი და მისი პარტია“. ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. მე ამ ვნებათაღელვის ორგანიზატორი ვარ, მიმაჩნია რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, მიხელ სააკაშვილს და სხვა მოქალაქეს არ უნდა ავუკრძალოთ ქართულ პოლიტიკაში ჩართულობა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მმართველი გუნდის, საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები კაჭრეთში საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე მსჯელობდნენ.