შოტლანდიაში 6 მაისს გამართული არჩევნების შედეგები შეაჯამეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის პარლამენტში უმრავლესობას მმართველი „ნაციონალური პარტია“ და მათი მოკავშირე „მწვანეები“ დაიკავებენ. ისინი 129 მანდატიდან 72-ს მიიღებენ.
„ნაციონალური პარტიის“ ლიდერმა და შოტლანდიის მთავრობის მეთაურმა, ნიკოლა სტერჯენმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფერენდუმის მომზადების პროცესი პანდემიის დროს არ დაიწყება.
9 მაისს ასევე ლონდონის მერის არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი. ინგლისის დედაქალაქს მეორე ვადით სადიკ ჰანი უხელმძღვანელებს.