ავღანეთში, ზაბულის პროვინციაში ავტობუსის აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, 25 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.