გოგი ენუქიძე: მიხეილ სააკაშვილი უსინდისო ადამიანია და არაფერს თაკილობს

გოგი ენუქიძე: მიხეილ სააკაშვილი უსინდისო ადამიანია და არაფერს თაკილობს

მიხეილ სააკაშვილი უსინდისო ადამიანია და არაფერს თაკილობს, - ამის შესახებ სანდრო გირგვლიანის ბიძამ, გოგი ენუქიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტის გამართლების საფუძველი არ აქვს.

„მე ვფიქრობ, რომ არ უნდა ჰქონდეს საფუძველი სტრასბურგის სასამართლოს იმისა, რომ სააკაშვილი რამენაირად გაამართლოს ამ „ქეისში“. ეს არის მისი ერთ-ერთი ხრიკი, რომლითაც ის საქართველოში დაბრუნებას ცდილობ“, - განაცხადა ენუქიძემ.

საქმე „მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო.