ევროკავშირი აშშ-სა და ვაქცინების მწარმოებელ წამყვან ქვეყნებს ვაქცინების ექსპორტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი აშშ-სა და ვაქცინების მწარმოებელ წამყვან ქვეყნებს ვაქცინების ექსპორტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი აშშ-სა და ვაქცინების მწარმოებელ წამყვან ქვეყნებს ვაქცინების ექსპორტისკენ მოუწოდებს.

„ღია უნდა ვიყოთ ამ დისკუსიის წარმართვისთვის. ახლა მთელი მსოფლიოსთვის ვაქცინები გვჭირდება. ევროკავშირი მსოფლიოში ერთადერთი რეგიონია, რომელიც ვაქცინების მასშტაბურ ექსპორტს ახორციელებს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროპაში წარმოებული ვაქცინების დაახლოებით 50% თითქმის 90 ქვეყანაში ექსპორტზე გადის, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი COVAX-ის პროგრამაში.

„მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში საჭიროა, პირველ რიგში, ვაქცინების განაწილება. მეორე, ვაქცინების ექსპორტი და მესამე, ინვესტიცია ვაქცინების წარმოების შესაძლებლობების გაზრდაში“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.