იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან, პალეტინელებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, სულ მცირე, 163 პალესტინელი და 6 პოლიციელი დაშავდა, - ამის შესახებ BBC წერს.
მას შედეგ, რაც შეკრებილებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, მათ დასაშლელად რეზინის ტყვიები და ხმოვან-მანათობელი ყუმბარები გამოიყენეს.
დაშავებულთა სამკურნალოდ საველე ჰოსპიტალის მოწყობა გახდა საჭირო.
ალ-აქსას მეჩეთის კომპლექსი ერთ-ერთი წმინდა ადგილია როგორც ისლამის, ისე, იუდაიზმის აღმსარებელთათვის. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ პალესტინელებს მეჩეთში შესვლის უფლება არ მისცა.