ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში, პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„დაზვერვა ადასტურებს, რომ დაღუპულები ნარკოტიკებს ჰყიდდნენ. მათ ცეცხლი გაუხსნეს ოფიცრებს, რომელთაც საწინააღმდეგო მოქმედებების ბრძანება ჰქონდათ მიღებული“, - აცხადებენ პოლიციაში.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ოპერაციის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს და აცხადებს, რომ პოლიციამ „არაპროპორციული ძალა გამოიყენა“.
სპეცოპერაცია 6 მაისს ჩატარდა.