აშშ-ის კოსმოსური კვლევისა და განვითარების ცენტრის ინფორმაციით, 22-ტონიანი ჩინური რაკეტა ატმოსფეროში, სავარაუდოდ, დღეს ღამით ან ხვალ დილით შემოვა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რაკეტის უდიდესი ნაწილი, ატმოსფეროში შემოსვლის შემდეგ, დაიწვება და შედეგად, მისი ფრაგმენტების ჩამოვარდნა დედამიწას საფრთხეს არ შეუქმნის.
4 მაისს ცნობილი გახდა, რომ დედამიწას უზარმაზარი რაკეტა უახლოვდება, რომელმაც კონტროლი დაკარგა. საუბარია რაკეტის ნაწილზე, რომლითაც ჩინეთმა საკუთარ კოსმოსურ სადგურზე მოდული გაგზავნა.
ჩამოვარდნის სავარაუდო ტერიტორია წყნარი ოკეანე იქნება.