უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში მიიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სახელმწიფო მდივანთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არ ვიცი რა ფორმატში შეიძლება ეს შეხვედრა გაიმართოს. აშშ-ის პრეზიდენტმა მოწვევა მიიღო. მჯერა, რომ ეს შეხვედრა შედგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ პანდემიის გამო, ჯო ბაიდენი საერთაშორისო ვიზიტებს არ ახორციელებს, თუმცა როგორც კი შეძლებს, უკრაინას ეწვევა.
„როგორც კი დავბრუნდები, პრეზიდენტ ბაიდენს ამ მოწვევას გადავცემთ. გამოვნახავთ დროს უკრაინაში ჩამოსასვლელად“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.