22 ტონიანი უკონტროლო რაკეტა დედამიწას უახლოვდება

22 ტონიანი უკონტროლო რაკეტა დედამიწას უახლოვდება

პენტაგონის ცნობით, დედამიწას უზარმაზარი რაკეტა უახლოვდება, რომელმაც კონტროლი დაკარგა. უფრო ზუსტად, საუბარია რაკეტის ნაწილზე, რომლითაც ჩინეთმა საკუთარ კოსმოსურ სადგურზე მოდული გაგზავნა. მისი მოძრაობის ტრაექტორია დედამიწის ატმოსფეროსკენაა მიმართული და როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სავარაუდოდ, 8-10 მაისს შემოვა ატმოსფეროში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

4 მაისის მონაცემებით, რაკეტა დედამიწას წრეს ყოველ 90 წუთში არტყამს. მისი სიჩქარე, დაახლოებით, 27 600 კილომეტრ საათია, ხოლო მას დედამიწამდე 300 კილომეტრი სიმაღლეღა აშორებს.

სპეციალისტების თქმით, 22 ტონიანი რაკეტის დიდი ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვება, თუმცა ნაწილი ჩამოვარდება. ჩამოვარდნის სავარაუდო ტერიტორია წყნარი ოკეანე იქნება.