უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ხელი შეუწყოს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„გვსურს, რომ აშშ-მა უკრაინა როგორც დემოკრატიის აღმოსავლეთ საზღვარი განიხილოს ცენტრალურ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში. უკრაინას სურს დასავლეთში ინტეგრირებული იყოს, მათ შორის ნატოში“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მხოლოდ დროის ამბავია.
„ნატოში გაწევრიანების გზა უკვე მაგიდაზე დევს. ნატოში გაწევრიანების საკითხი ერთ დღეში არ გადაწყდება. კონფლიქტის მოსაგვარებლად ბევრი დრო გვაქვს, მაგრამ ნატოში გაწევრიანების მკაფიო საგზაო რუკა უნდა გვქონდეს და სწორედ ამაში დაგვეხმარება აშშ“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.