აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება.
„პირადად ჩემთვის და უკრაინისთვის ძალიან სასიამოვნოა და დიდი პატივია, რომ ვმასპინძლობთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ასეთი მაღალი დონის დელეგაციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, რომელსაც ამერიკა მხარს 2014 წლიდან უჭერს და ჩვენ ამ მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.