აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ ივნისში ევროპაში დაგეგმილი ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
ჟურნალისტის კითხვას, სთავაზობს თუ არა რუს კოლეგას ივნისში შეხვედრის გამართვას, როდესაც ევროპაში ვიზიტით გაემგზავრება, ჯო ბაიდენმა უპასუხა:
ვიმედოვნებ და ველოდები ამას. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ.
25 აპრილს ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შესაძლოა ივნისში გაიმართოს.
აპრილში, სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში ორმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა.