ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამთავრობო კოალიცია ვერ შექმნა.
6 აპრილს ისრაელის პრეზიდენტმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ახალი მთავრობის შესაქმნელად 28 დღე მისცა, რომლის ვადაც დღეს ამოიწურა.
დღეიდან მთავრობის შექმნის მანდატი კვლავ პრეზიდენტს უბრუნდება, რომელიც მთავრობის შექმნას ან ახალ დეპუტატს დააკისრებს, ან კანდიდატის განსაზღვრას პარლამენტს დაავალებს.
23 მარტს ისრაელში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების თანახმად, მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ 30 მანდატი მოიპოვა.
კოალიციური მთავრობის შესაქმნელად 120-ადგილიან პარლამენტში 61 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.