აგრესიული ქმედებების ან რიტორიკის შემთხვევაში, აშშ უფლებას იტოვებს, რუსეთს პასუხი აგებინოს, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ.
„ჩვენ მკაფიო მესიჯს ვაფიქსირებთ იმის შესახებ, რომ არ ვცდილობთ ურთიერთობის ესკალაციას რიტორიკის ან ქმედებების თვალსაზრისით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიტოვებთ უფლებას რუსეთს პასუხი ვაგებინოთ, თუ მათი ქმედებები ამას მოითხოვს. სტაბილური ურთიერთობები გვსურს, რომლის ფარგლებშიც ერთად ვიმუშავებთ ისეთ სფეროებში, სადაც ეს კონსტრუქციულია“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.