მექსიკაში მეტროს ესტაკადის ნგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში მეტროს ესტაკადის ნგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის დედაქალაქში, მეხიკოში, ჩაინგრა ესტაკადა, რომელზეც მეტროს ხაზი გადიოდა. შემთხვევის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC წერს.

ნგრევის დროს, მეტროს შემადგენლობის რამდენიმე ვაგონი ესტაკადის ქვეშ, საავტომობილო გზაზე მოძრავ, სულ მცირე, ერთ ავტომობილს დაეცა. შემთხვევა ოლივოსის სადგურთან, მეტროს მე-12 ხაზზე მოხდა.

ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 70-მდე ადამიანია დაშავებული.

ზოგი ადამიანი ამ დრომდე ნანგრევების ქვეშაა მოქცეული. არ გამორიცხავენ, მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდოს.