რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოდესაში რუსეთის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყება ავრცელებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რუსეთის გენერალურმა კონსულმა უკრაინის ტერიტორია 30 აპრილამდე უნდა დატოვოს.
26 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში უკრაინის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.