ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ნიკა მელია არც პრინციპებით და არც ინტელექტით არასოდეს გამოირჩეოდა ადრეც, მაგრამ ის ზედგამოჭრილია ლიდერია ოპოზიციის

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ნიკა მელია არც პრინციპებით და არც ინტელექტით არასოდეს გამოირჩეოდა ადრეც, მაგრამ ის ზედგამოჭრილია ლიდერია ოპოზიციის

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ნიკა მელიამ ბევრია იფიქრა თუ ცოტა, მიხვდა, რომ ოპოზიცია მაგრად "გაიხლართა" ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშრებით მსჯელობაში.

თან ისე გაიხლართა, რომ ამნისტიის კანონის მიღება შეიძლება მაგრად გაიწელოს. ამ ვაჟბატონს კი აღარ უნდა ციხეში ჯდომა, გარეთ უნდა სეირნობა და სისულელეების ფრქვევა.

ხოდა, ამიტომაც მოიმიზეზა "ოპოზიციის ერთანობის შენარჩუნება" და მოითხოვა ამნისტიის კანონპროექტის გაწვევა. უპრინციპობა თუ გინახავთ სადმე ან წაგიკითხავთ, სწორედ აი ასეთ უპრინცპობასთან გვაქვს ეხლა საქმე.

ალამუთელი ვარო, მაგრამ დაიჭირეს.

არ მინდა გირაოო, ეხლა გირაოს ითხოვს.

გაიწვიეთ დროზე კანონპროექტი, დროზე გირაოო!

თუმცა ნიკა მელია არც პრინციპებით და არც ინტელექტით არასოდეს გამოირჩეოდა ადრეც, მაგრამ ის ზედგამოჭრილია ლიდერია ოპოზიციის“.