სალომე სამადაშვილი: ჩვენი ვერსია სიტყვა-სიტყვით ასახავს იმ შეთანხმებას, რომელსაც მოლაპარაკების პროცესში მივაღწიეთ

სალომე სამადაშვილი: ჩვენი ვერსია სიტყვა-სიტყვით ასახავს იმ შეთანხმებას, რომელსაც მოლაპარაკების პროცესში მივაღწიეთ

ჩვენი ვერსია სიტყვა-სიტყვით ასახავს, იმ შეთანხმებას, რომელსაც ჩვენ მოლაპარაკების პროცესში მივაღწიეთ, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა სალომე სამადაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მან კომენტარი ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე და შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების აღსრულების აუცილებლობაზე გააკეთა.

„ვნახოთ, თუ მოხერხდება შეჯერება, იმ პოზიციებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს და პარლამენტში ერთი ვერსია თუ განიხილება. ჩვენი ვერსია ზუსტად, სიტყვა-სიტყვით ასახავს, იმ შეთანხმებას, რომელსაც ჩვენ მოლაპარაკების პროცესში მივაღწიეთ. კერძოდ, რომ ამნისტია უნდა შეეხოს იმ საქმეებს, რომელიც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უკვე აღძრულია“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ამნისტიის საკითხზე, ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა; ნაწილი ფიქრობს, რომ კანონპროექტის მიღება ოპტიმალური გამოსავალია, სხვების აზრით კი, ის არ უნდა შეეხოს ყველას, ვინც 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენების გამო სასჯელს იხდის.