ალეკო ელისაშვილი: კახა კუჭავა პოლიტიკურად უფრო ნეიტრალურია, შესაბამისად, მისი კანდიდატურის წარდგენა უფრო სწორია

ალეკო ელისაშვილი: კახა კუჭავა პოლიტიკურად უფრო ნეიტრალურია, შესაბამისად, მისი კანდიდატურის წარდგენა უფრო სწორია

კახა კუჭავა პოლიტიკურად უფრო ნეიტრალურია. შესაბამისად, მისი კანდიდატურა უფრო სწორია, რასაც ვეთანხმებით, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურაზე საუბრისას განაცხადა.

„რაც მოვისმინე, სიმართლეს ჰგავს. უნდათ უფრო ნეიტრალური ადამიანი, რადგან ხვალიდან პარლამენტში ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოვა და ძალიან ადუღდება სიტუაცია. სპიკერი და თავმჯდომარე თუ იქნება ნეიტრალური ადამიანი, საქმისთვის კარგია - თუ ეს ასეა.

პირადად მე კუჭავას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან რაც ვიცნობ და მისი ბიოგრაფია ვიცი, ვერაფერზე იტყვი, რომ ადგე და გაილაშქრო.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარედ პოლიტიკურად იფრო ნეიტრალური ადამიანის დანიშვნა არის სწორი. კახა კუჭავა პოლიტიკურად უფრო ნეიტრალურია. შესაბამისად, მისი კანდიდატურა უფრო სწორია და რასაც ვეთანხმებით, იმას მხარი რატომ არ უნდა დავუჭიროთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს ხვალ დაამტკიცებენ. კახა კუჭავა არჩილ თალაკვაძეს შეცვლის. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, კუჭავა მეოთხე თავმჯდომარე, მეათე მოწვევის პარლამენტში კი, რიგით მეორე სპიკერი იქნება. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის დამტკიცებას 76 დეპუტატის თანხმობა სჭირდება.