ფეისბუქ-მომხმარებელი ეკა სილაგაძე სოციალურ ქსელში წერს:
“99 წლით კი არა, სამუდამოდ გაყიდა მიშამ გარეჯა, აკი თვითონ წამოცდა, 78 მილიონადო! მესაზღვრე დგას და სალოცავად არ გიშვებს მეზობელი აზერბაიჯანელი მორწმუნეს - ჩიჩხიტურში!
ნამოხვანზე დებს ინვესტორი იქით 800 მილიონს და 99 წლით ექსპლუატაციის ვადით, გამომუშავებული ელექტროენერგიის პირველ რიგში საქართველოსთვის მოხმარების ვალდებულებით, მაგ 500 ჰექტარს ვერსად წამოიკიდებს და წაიღებს!
სად იყვნენ პირველ შემთხვევაში კრებითი მირზები და ვარლამები და რატომ გარეჯზე არაფერი ისმის მათ მიტინგზე? იმიტომ ხომ არა, რომ იმას უკმევენ, ვინც ნამდვილად გაყიდა გარეჯი? ვინც ნამდვილად დაკარგა 128 სოფელი და ქვების გროვა უწოდა?
პოლიტიკური მდგენელი და ვექტორი ჩემთვის, ამ აქციაზე გარკვეულია!
ეს არის ქვეყანა, რომელიც 70 ქვეყანაში განათლების დონით 67 ე ადგილზეა!
არც მიკვირს ეს სიბნელე! მზის სიბნელესაც ველი უკვე! არ ვართ ღირსები ამ სიმდიდრის ეს ბეჩავი ხალხი!
მრცხვენია ბევრის გამო"!
ბევრს აღარ გავაგრძელებ, მე არა მაგრამ თქვენ და თქვენი მეგობრები ნამდვილად 67-ე ადგილზე ხართ და საკმაოდ სწრაფად მიჩოჩავთ 167-ე ადგილისაკენ!